ორსულთა ანტენატალური მეთვალყურეობის სახელმწიფო პროგრამა

რა არის ანტენატალური მეთვალყურეობის სახელმწიფო პროგრამა?

ანტენატალურ მეთვალყურეობის მიზანია ორსულთა ეფექტური პატრონაჟისა და მაღალკვალიფიციური სამედიცინო დახმარების გეოგრაფიული და ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდის გზით, თანდაყოლილი და გენეტიკური დაავადებების ადრეულ გამოვლენა.

ვინ არის პროგრამის მოსარგებლე?

ანტენატალური მეთვალყურეობის კომპონენტის მოსარგებლე საქართველოს მოქალაქე ყველა ორსული;

გენეტიკური პათოლოგიების ადრეული გამოვლენის კომპონენტის მაღალი რისკის ორსულთა შემდეგი ჯგუფები (. თბილისის მასშტაბით):

§ ქრომოსომული პათოლოგიის არსებობა ერთ-ერთ მშობელთან და/ან ოჯახის წევრთან;
გენური პათოლოგიის არსებობა ერთ-ერთ მშობელთან და/ან ოჯახის წევრთან;

§ ნაადრევი ბავშვის დაბადება თანდაყოლილი განვითარების მანკით;
ანამნეზში მკვდრადშობადობა;

§ დაუდგენელი მიზეზით ნეონატალურ პერიოდში ახალშობილის სიკვდილი;

§ ქალის ასაკი 35 და მეტი წლის;

§ ინფექციური დაავადებები (აქტიური ციტომეგალოვირუსი, ჰერპესი, ტოქსოპლაზმოზი, B და C ჰეპატიტი, წითელა);

§ აუტოსომ-დომინანტური ტიპის მემკვიდრული დაავადებების არსებობა მშობლებში;
აუტოსომ-რეცესიული დაავადებების ჰეტეროზიგოტური მტარებლობა ორივე მშობელში;
ნაყოფის ულტრაბგერითი გამოკვლევით განვითარების მანკის ნიშნების აღმოჩენა;

§ ორსულობის პერიოდში ძლიერმოქმედი წამლების მიღება;

§ ერთ-ერთი მშობლის ნარკომანია და ალკოჰოლიზმი;

§ ხელოვნური განაყოფიერება;

§ მედიკამენტოზური და/ან ქიმიური ინტოქსიკაცია ორსულობის პირველი ტრიმესტრის დროს;
რადიაციის და სხვა დამაზიანებელი ფაქტორების ზემოქმედება ორსულობისას.

ვის უნდა მიმართოთ პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად?

ანტენატალური მეთვალყურეობით გათვალისწინებული მომსახურების მატერიალიზებული ვაუჩერის მისაღებად ორსულობის მე-13 კვირამდე უნდა მიმართოთ შერცეულ კლინიკას სადაც გაივლით ანტენატალურ მეთვალყურეობას მშობიარობამდე.

რა მომსახურებებს მოიცავს ანტენატალური მეთვალყურეობის სახელმწიფო პროგრამა?

1

პირველი ვიზიტი -

13 კვირის ორსულობის ვადამდე:

) მეან-გინეკოლოგის კონსულტაცია;

) თერაპევტის კონსულტაცია;

) სისხლის საერთო ანალიზი;

) შარდის საერთო ანალიზი;

) სიფილისის დიაგნოსტიკა სწრაფი/მარტივიმეთოდით;

) B და C ჰეპატიტის დიაგნოსტიკა (სისხლის შრატ./პლაზმ.) სწრაფი/მარტივი მეთოდით;

) აივ ანტისხეულების განსაზღვრა (სისხლის შრატ./პლაზმ.) სწრაფი/მარტივი მეთოდით;

) სისხლის ჯგუფისა და რეზუსის განსაზღვრა;

) საშოს ნაცხის ბაქტერიოსკოპული გამოკვლევა.

2

მეორე ვიზიტი - ორსულობის 18-20 კვირაზე:

) მეან-გინეკოლოგის კონსულტაცია;

) მცირე მენჯის ღრუს ორგანოების ექოსკოპია (ნაყოფის სტრუქტურული ანომალიების გამოსავლენად).

3

მესამე ვიზიტი -

ორსულობის 30-32 კვირაზე:

) მეან-გინეკოლოგის კონსულტაცია;

) ცილის რაოდენობის განსაზღვრა შარდში;

) ჰემოგლობინის განსაზღვრა სისხლში.

4

მეოთხე ვიზიტი - ორსულობის 34-36-38 კვირაზე:

) მეან-გინეკოლოგის კონსულტაცია;

) ცილის რაოდენობის განსაზღვრა შარდში;

) ჰემოგლობინის განსაზღვრა სისხლში.