სტომატოლოგიური მომსახურება

კლინიკა ულტრამედი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური და გამოცდილი თანამშრომლებით. ჩვენ გიმკურნალებთ ახალი, ინოვაციური მეთოდით , დენტალური ლაზერის აპარატის Lite Touch-ის გამოყენებით. ესაა მეთოდი, რომელიც სრულიად უსაფრთხო და უმტკივნეულოა.
ახალი ტექნოლოგია შესაძლებლობას იძლევა ბურღისა და ტკივილის გარეშე მივაღწიოთ მკურნალობის მაღალ სტანდარტს, შემდგომი გართულების გარეშე.
აღნიშნული მეთოდი ფართოდ გამოიყენება ბავშვთა სტომატოლოგიაში.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ კლინიკის ბენეფიციარებისთვის სტომატოლოგთან პროფილაქტიკა, წელიწადში ორჯერ, სრულიად უფასოა.
იზრუნეთ ჯანმრთელობაზე კლინიკა ულტრამედთან ერთად.
ბეჭდვა