კლინიკის ისტორია და მიზნები

კლინიკა “ულტრამედი“ დაარსდა და ფუნქციონირება დაიწყო 2009 წლის 5 მარტიდან. ამ წლების განმავლობაში მან სახელი გაითქვა, როგორც ერთ-ერთმა წამყვანმა სამედიცინო დაწესებულებამ.
კლინიკა“ულტრამედი“-ს მიზანს წარმოადგენს:

§ მეცნიერულად დასაბუთებული, ეფექტური, მაღალხარისხიანი სამედიცინო მომსახურეობის მიწოდება.
§ კლინიკის პერსონალის მომზადება-გადამზადებასა და უწყვეტ სამედიცინო განათლებაში ინვესტირება, რის შედეგადაც კლინიკა იძენს პროფესიონალ კადრებს, რომელიც თავის მხრივ წარმატების და ხარისხის გარანტიაა.
§ უახლესი სამედიცინო ტექნოლოგიების და ინოვაციური მეთოდების დანერგვა, რომელთა განსახორციელებლადაც კლინიკა თანამედროვე სამედიცინო აღჭურვას იყენებს. კლინიკაში უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ხარისხის კონტროლს, რაც ითვალისწინებს სახელმწიფო და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას. ამ კუთხით კლინიკა „ულტრამედი“ აქტიურად თანამშრომლობს გერმანულ სასერტიფიკაციო ორგანოს TUV და SUD -ის ოფიციალურ პარტნიორებთან საქართველოში და საერთაშირისო ISO 9001 სერტიფიკატის მოპოვებას გეგმავს, რომლის ფლობაც უზრუნველყოფს ორგანიზაციის საქმიანობის შესაბამისობას საერთაშორისო ნორმებთან , როგორც სამედიცინო,ისე მენეჯმენტის კუთხით.

და ბოლოს, მთავარი რაც ჩვენი კონკურენტებისაგან განგვასხვავებს განსაკუთებული ხედვაა , რომელიც საშუალებას გვაძლევს შევაფასოთ და გავითვალისწინოთ გარშემომყოფთა სურვილები/მოთხოვნილობები და ხარისხზე აქცენტის გაკეთებით შევქმნათ გარემო, სადაც პაციენტები თავს დაცულად იგრძნობენ, ხოლო თანამშრომლები ამაყად.
ბეჭდვა