სტომატოლოგია
რა სიხშირით უნდა ვიარო სტომატოლოგთან?
სტომატოლოგთან ვიზიტი აუცილებელია წელიწადში ორჯერ მაინც.მაგრამ ზოგიერთ ადამიანს არ სჭირდება ამდენი ვიზიტი, ზოგიერთს კი უფრო ხშირი ესაჭიროება.შემოწმებებს შორის დრო შეიძლება 3 თვიდან ორ წლამდე იცვლებოდეს იმის მიხედვით, თუ რამდენად ჯანსაღია თქვენიო კბილები და ღრძილები და რამდენად გაქვთ პრობლემის ჩამოყალიბების შანსი.
სტომატოლოგიურმა გასინჯვამ შეიძლება გამოავლინოს კარიესის ან დაავადების ადრეული ნიშნები.ადრეულ ეტაპზე გამოვლენა მოგცემთ საშუალებას უმკურნლოთ დაავადებას, სანამ გამწვავდება და ამასთანავე სტომატოლოგ შეუძია დროულად მოგაშორებთ ნადები კბილის ისეთი ადგილებიდან, რომელიც თქვენთვის შეუმჩნეველი და ან მიუდგომელია
რა სიხშირით უნდა გავიხეხო და გავიწმინდო კბილები ძაფით?
კბილები უნდა გაიხეხოთ დღეში ორჯერ, დილით და საღამოს ძილის წინ. ძაფით კბილები უნდა გაიწმინდოთ ერთხელ დღეში.
კბილების გათეთრება შეიძლება თუ არა სოდით ? რამდენად შედეგიანია?
სტომატოლოგთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ სოდა უვნებელია, სწრაფად და საიმედოდ მოქმედებს. სუფთა თუ კბილის პასტაში არეული საჭმელი სოდით კბილების გაწმენდისას იხოცებიან კბილის ნადების მჟავა გამძლე ბაქტერიები, რომლებიც კბილებზე ლაქებს აჩენენ და მათ ბუნებრივ სითეთრეს უკარგავენ. სოდით კბილების გაწმენდა შეიძლება კვირაში 1-ჯერ, წინააღმდეგ შემთხვევაში მინანქარი დაიშლება. გარდა ამისა, სოდამ შეიძლება დააზიანოს ღრძილები და გამოიწვიოს სისხლდენა.
რა დრო სჭირდება მეტალის ბრეკეტების შეგუებას?
ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელ ბრეკეტებს დაიყენებთ ვესტიბულარულს თუ ლინგვალურს. ვესტიბულარი ბრეკეტების ადაპტაცია არის ყველაზე სწრაფი და კომფორტული. პირველი სამი დღე პაციენტს შესაძლოა ჰქონდეს თავის ტკივილი, ტკივილი კბილების არეში, სერიოზული დისკომფორტი ღეჭვის, ყლაპვის და საუბრის დროს. მაგრამ, ნელ-ნელა ორგანიზმი ეჩვევა უცხო სხეულს და ადამიანიც პრაქტიკულად ვეღარ ამჩნევს მას.
რამდენად უმტკივნეულოა კბილის იმპლანტის ჩასმის პროცედურა ?
იმპლანტის ჩასმა ხდება ანესთეზიის ფონზე, შეიძლება ახლდეს მხოლოდ მცირე დისკომფორტი; პროცედურის შემდეგ ტკივილის შემთხვევაში ინიშნება ტკივილგამაყუჩებელი.კლინიკა ულტრამედში ეს პროცედურა კეთდება ლაზერით,შესაბამისად პოსტოპერაციული მდგომარეობა (შეშუპება,ტკივილი,სისხლდენა )ამ შემთხვევაში მინიმუმადეა დაყვანილი
კბილების გახეხვის დროს ღრძილებიდან სისხლის დენის მიზეზი რა შეიძლება იყოს?
სისხლდენა ყველაზე ხშირად ისეთ სტომატოლოგიურ დაავადებებს ახლავს თან, როგორიც არის პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთებითი პროცესები, გინგივიტი (ღრძილის ანთება), ჰიპერტროფიული გინგივიტი; პარო-დონტიტი და ა.შ. კონკრეტული მიზეზის დასადენად აუცილებელია მიმართოთ სტომატოლოგს,რომელიც კონკრეტული მიზეზის საფუძველზე ჩაგიტარებთ მკურნალობას . უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია ანთებითი პროცესის ჩაქრობა. კბილიდან ნადებისაგან გაწმენდა პაროდონტიტის მსუბუქი ფორმისას ასევე საჭიროა სპეციალური სავლებები. ვინაიდან პაროდონტიტის ყველაზე ხშირი მიზეზი ვიტამინების, უმთავრესად კი ც ვიტამინის ნაკლებობაა.
ღრძილების სიფერმკრთალე რამ შეიძლება გამოიწვიოს ან როგორ ვუმკურნალო ?
ერთ–ერთი შესაძლო მიზეზი (კბილის ირგვლივი ქსოვილების დეგენერაციულ- დისტროფიული ხასიათის ქრონიკული დაავადება), ასევე ანემია ,ამიტომ აუცილებელია სისხლის ანალიზი . თუ კი ანემია გამოირიცხა, უნდა მივმართოთ სტომატოლოგს
შესახლებელია თუ არა სიბრძნის კბილმა ყბის დეფორმაცია გამოიწვიოს ?
სიბრძნის ბილი ყბის დეროფმაციას არ იწვევს, აუცილებელია რენტგენი, შესაძლოა ცალ მხარეს უფრო მეტად არის განვითარებული საღეჭი კუნთები, რაც იწევს სახის ასიმეტრიას
მაინტერესებს რა იწვევს ცელულიტს?
მიზეზები მრავალი ექიმი ცელულიტს დაავადებად არ განიხილავს - მას ქალის კანქვეშა ცხიმოვანი შრის დამახასიათებელ ასაკობრივ მდგომარეობად მიიჩნევს, თუმცა ზოგთან ცელულიტი ძალზე იოლი ფორმით ვლინდება, ზოგთან კი - გაცილებით მძიმედ.

რაზეა ეს დამოკიდებული?

გარდა გენეტიკური განწყობისა, რისკის ფაქტორებს წარმოადგენს:
• პერიფერიული სისხლის მიმოქცევის დარღვევა;
• სხვადასხვა ჰორმონული დარღვევა ან, უბრალოდ, ჰორმონული ფონის შეცვლა;
• კვების დარღვევა;
• ცხოვრების უმოძრაო წესი;
• თამბაქოს წევა;
• სტრესი;
• წონის ხშირი ცვალებადობა.

ამასთან, ჭარბი წონა აუცილებელ ფაქტორს არ წარმოადგენს - გამხდრებსაც შეიძლება ჰქონდეთ მოშვებული კანი ან „ფორთოხლის ქერქი“.
რა არის პერიოდონტალური (ღძრილების) დაავადება?
პერიოდონტალური დაავადების გამომწვევი ერთ–ერთი მიზეზი ნადებია, რომელიც ხშირად არასათანადო გახეხვის შედეგად თანდათან წარმოიქმნება კბილებზე და მაგრდება. დაავადების ადრეულ ეტაპზე ღრძილი სივდება და წითლდება და ამას გინგვინიტი ეწოდება. დაავდების შემდეგ ეტაპზე ღრძილი ხდება მტკივნეული და სისხლმდენი. ტკივილი აღინიშნება ღეჭვის დროსაც და შეიძლება დაავადებულმა კბილიც კი დაკარგოს.
რა სიმპტომები ახასიათებს პერიოდონტალურ დაავადებას?
ქვემოთ მოყვანილი სიმპტომების აღმოჩენისთანავე უნდა მიმართოთ სტომატოლოგს:

• ძრძლებიდან სისხლდენა კბილების გახეხვისას
• გაწითლეული, გასიებული ღრძლები
• მუდმივი უსიამოვნო სუნი პირში
• ჩირქი კბილებსა და ღრძილებს შორის
• კბილის მორყევა
• კბილების რიგების შესაბამისობის დარღვევა
როგორ ავირიდო თავიდან პერიოდონტალური დაავადება?
პერიოდონტალური დაავადების პრევენციის საუკეთესო საშუალება პირის ღრუს ჰიგიენის დაცვაა. ეს ნიშნავს გახეხვას, ძაფით გაწმენდას და რეგულარულ ვიზიტებს სტომატლოგთან. ასევე უნდა იკვებოთ ჯანმრთელი რაციონით, რათა მიიღოთ კბილებისათვის საჭირო ვიტამინები და მინერალები.
რატომ ყვითლდება კბილები?
როგორი თეთრიც არ უნდა იყოს კბილი, დროთა განმავლობაში ყვითლდება , რადგან ცვდება ემალი. ემალის გაცვეთის შედეგად ზედაპირზე ამოდის დენტინი– ყვითელი ფერის ნივთიერება.ეს ნივთიერება აძლევს კბილებს მოყვითალო ელფერს.
რამდენ ხანს გრძელდება კბილის გათეთრების ეფექტი?
ინდივიდუალურია,თუმცა ეფექტი, როგორც წესი, გრძელდება ერთი წლიდან სამ წლამდე, შემდეგ კი კბილი სიევ იწყებს გამუქებას.
რითი გავაქროთ უსიამოვნო სუნი პირში?
1. უსიამოვნო სუნს ბევრი ფაქტორი იწბვევს, მათ შორის საკვების ტიპი, ღრძილების დაავადება, ხიდები,პროთეზები და სხვა. სტომატოლოგი დაგეხმარებათ მიაკვლიოთ მიზეზებს და მიიღოთ ზომები მათ საწინააღმდეგოდ. გამომწვევი მიზეზის მიუხედავად, პირის ღრუს ჰიგიენის რეგულარული ვიზიტები სტომატოლოგთან შეამცირებს უსიამოვნო სუნს პირის ღრუში. კბილების გახეხვა და ძაფით გაწმენდა მოგაშორებთ კბილებს შორის გაჭედილ სდაცვა და აკვების ნარჩენებს, რომლებიც წარმოქმნიან ცუდ სუნს. ასევე ხელს შეუშლის ღრძლილების დაავადებების განვითარებას, რომელსაც კბილზე წარმქმნილი ნადები იწვევს და რომელიც ასევე შეიძლება იქცეს ცუდი სუნის მიზეზად. კბილის პროთეზი კარგად უნდა გაწმინდოთ და ღამით ანტიბაქტერიულ ხსნარში მოათავსოთ (თუკი სტომატოლოგი სხვა რამეს არ გირჩევთ). და ბოლოს, კბილების გახეხვის შემდეგ არ დაგავიწყდეთ ენის გაწმენდაც.

2. თანამედროვე მედიცინა ჰალიტოზის (ან უბრალოდ საშინელი სუნი პირიდან) გაჩენის მრავალ მიზეზს გამოყოფს. პირიდან უსიამოვნო სუნის მიზეზთაგან პირველ და ყველაზე დიდ ჯგუფს ქმნის კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები. ამ ჯგუფში შეიძლება გამოიყოს გარკვეული დაავადებები, რომელთაც თან ახლავს პირიდან საშინელი სუნის გამოყოფა. პირველ რიგში ეს ეხება უშუალოდ კუჭის ისეთ დაავადებებს, როგორიცააგასტრიტი და კუჭის წყლულოვანი დაავადება. მაგრამ ამ დაავადებების და პათოლოგიების დროს ცუდი სუნის გაჩენის მთავარი წინაპირობაა საყლაპავი მილის სფინქტერის პათოლოგია, რომლის გამოც ის სრულად არ იხურება (იკუმშება) და მძაფრი სუნი პირის ღრუში საყლაპავი მილის გავლით კუჭიდან ამოდის. პირიდან სუნის მიზეზებს შორის არანაკლებ იშვიათია უშუალოდ ნაწლავური ტრაქტის პათოლოგია. აქ პირველ პლანზეა სხვადასხვა ენტერიტები და კოლიტები. ამგვარი დაავადებებისას ჰალიტოზის გაჩენის მექანიზმი თითქოს არ უკავშირდება საყლაპავის გავლით პირდაპირ პირის ღრუში მის შეღწევას, ვინაიდან ყველა სფინქტერს იგი უბრალოდ ვერ გამოივლის. მაგრამ, ანთებითი პროცესისას კუჭ-ნაწლავში წარმოქმნილი ტოქსიური ნივთიერებები, რომლებიც სისხლში ხვდება, საბოლოოდ გამოიდევნება ფილტვების საშუალებით, რაც ნიშნავს იმას, რომ მძაფრი სუნი პირიდან ამ ადამიანებს გარანტირებული აქვთ.

3. პირველ რიგში, კბილების კარიესული დაზიანებაა, ანუ უბრალოდ - კბილების კარიესი.
როდის უნდა მივმართოთ ბავშვთა სტომატოლოგს?
ამერიკის სტომატოლოგთა ასოციაციის რეკომენდაციით, ბავშვი უნდ აჩვენოთ ექიმს პირველი კბილის ამოსვლიდან 6 თვეში. ეს კარიესის პრევენციის საუკეთესო საშუალებაა. თავის მხრივ სტომატოლოგი ზუსტად გირჩევთ, როგორ გამოასუფთავოთ კბილები სწორად და აარიდოთ თავი ბევრ მავნე ჩვევას, მათ შორის თითის წოვას.